ხონის N1 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნეს
06-02-2023

მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონისა და ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.

სკოლის წარმომადგენლებს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეც არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა. სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორ შორენა კაკაბაძის ხელმძღვანელობით, აღნიშნული დღე განსხვავებულად აღნიშნეს - ისინი ხანდაზმულთა სახლს ესტუმრნენ. ბავშვებმა მოხუცებს საჩუქრები გადასცეს და გაახარეს.

ბავშვებმა ხელმძღვანელთან ერთად ბევრი დადებითი ემოცია მიიღეს და ასევე გასცეს.

„საამაყო და საიმედოა თაობა, რომელსაც პედაგოგები და მშობლები წიგნის სიყვარულთან ერთად, უფროსი თაობის პატივისცემას და თანადგომას ასწავლიან“, - აღნიშნა სკოლის წარმოამდგენელმა.

„ჩვენმა საიმედო მომავალმა თაობამ, შესანიშნავმა პედაგოგებმა და უკეთილშობილესმა მშობლებმა სიყვარულით გამთბარი, ზღვა ემოციებით სავსე და საჩუქრებით გახარებული დატოვეს მოხუცები“, - გვიყვებიან სკოლაში. 

სასკოლო საზოგადოება სკოლის აქტიურ დირექტორს მადლობას უხდის.

„შორენა კაკაბაძე საუკეთესოთა შორის საუკეთესო დირექტორია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში არა მხოლოდ წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს, არამედ სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ ცნობიერებასაც ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203