განთიადის საჯარო სკოლაში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა
06-02-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე იყო. ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია ბიოლოგიის მასწავლებელმა ნაზი ყურშუბაძემ და მე-12 კლასის მოსწავლე რომან სურმანიძემ გამართეს. მათ ისპანის დაცული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. 

პრეზენტაციამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203