„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
06-02-2023

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები აღნიშნული სლოგანის გარშემო გაერთიანდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მოსწავლეები, დამრიგებელ ლელა სილაკაძის ხელმძვანელობით, სკოლის ბიბლოთეკას ესტუმრნენ და მხატვრული ლიტერატურა წაიკითხეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცნობილი მწერლების ნაწარმოებების ხმამაღლა კითხვაში.  მათ რესურსად გამოიყენეს, როგორც სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, ასევე საკუთარი ბიბლიოთეკის სახელმძღვანელოები და ელექტრონული ბიბლიოთეკა.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად აღნიშნეს ეს დღე და თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს კითხვის პოპულარიზაციაში. აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ბიბლიოთეკარი, თეონა ჯანელიძე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203