ბათუმის N20 საჯარო სკოლის 7 წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლებით დაჯილდოვდა
06-02-2023

ბათუმის N20 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის 7 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცა. 

2021 წელს სკოლა მედალზე დაამთავრეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  1. მართა დობორჯგინიძე;
  2. გოგიტა ფილია;
  3. სალომე მაკარაძე;
  4. თამარ თურაძე;
  5. მარიამ გუჩმანიძე;
  6. ანა ვარშანიძე;
  7. მარი მაკარაძე.

წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ წარმატებას, ვამაყობთ, თქვენი ყოველი წარმატებით, რომლითაც უხვად გვანებივრებდით სკოლაში და მჯერა ასე გააგრძელებთ მომავალშიც. მადლობა მშობლებს და მასწავლებლებს თქვენ აღზრდაში და განათლებაში ჩადებული წვლილისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203