დაშბაშის საჯარო სკოლაში ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
06-02-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო თემაზე პრეზენტაციები და პროექტები ეწყობა. ამჯერად, სკოლაში ეკოკლუბის კომიტეტის წევრებმა პრეზენტაცია თემაზე - „2 თებერვალი  ჭარბტენიანი ტერიტორიების  საერთაშორისო დღე“ წარმოადინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მოსწავლეთა ყურადღების გამახვილება პლანეტა დედამიწის ეკოსისტემაში წყალმცენარეების ჰაბიტატის პატივისცემასა და ჭარბტენიანობის მნიშვნელობაზე იყო.

პროექტის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ჭაობის სასარგებლო ფუნქციებზე - სუფთა წყლის გაწმენდა, დაგროვებასა და ტენიანობის, ჰაერის ტემპერატურის სტაბილიზაციაზე.  

მათ ასევე მიწისქვეშა წყლების დონის შენარჩუნება განიხილეს. ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ნიადაგს ეროზიისგან. ასევე, საინტერესოდ ისაუბრეს სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარისა და ტალღების შეკავებაზე. განიხილეს ტორფის, ქვანახშირის, რკინის მადნის, ლიგნიტის და სხვა მინერალების მოპოვების საკითხიც. 

მათ საჭირო ცოდნა მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჭარბტენიან მიკროორგანიზმებს შეუძლიათ ნებისმიერი ხარისხის დაბინძურების ჩამონადენის დამუშავება.

მსგავსი პროექტები და პრეზენტაციები მოსწავლეთა განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას იღებენ, რომელიც მომავალში გამოადგებათ. 

მოსაწვლეთა განხორციელებული პროექტი იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203