ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
06-02-2023
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლა მიმართულია ინტელექტუალური და წიგნიერი თაობის აღზრდისკენ, ამ მიზნით სკოლა აქტიურად მუშაობს.
მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით სკოლა საჯაროდ კითხვის დღეს საინტერესო აქტივობით შეუერთდა. მოსწავლეებს პედაგოგებმა საინტერესო მოთხრობები წაუკითხეს, მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები და ხელთნაკეთი წიგნები.
„ჩვენმა პედაგოგებმა 1-ელი-მე-4 კლასის მოსწავლეებს საყვარელი ნაწარმოებები წაუკითხეს. ვისთვის ეს მოთხრობები იყო დედაენიდან, ვისთვის დენისკას საოცარი თავგადასავალი....
კითხვისადმი ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში ჩვენი მთავარი მიზანი იყო. მათ ანთებულ თვალებს თუ დავუჯერებთ, ჩვენ ეს შევძელით!“ - გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს