„განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის საიმედო მომავალია!“ - ბაღდათის N1 სკოლის მესამეკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
06-02-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით შეუერთდნენ.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის, მაია ხმალაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოიჩინეს თავი.

მოსწავლეებმა წიგნები ხმამაღლა წაიკითხეს, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.

„გოგო-ბიჭები დაუზარებლად, დიდი ინტერესით კითხულობდნენ ასაკის შესაბამის მოთხრობებს, ლექსებს, იგავ-არაკებს“, - აღნიშნა სკოლის წამრომადგენელმა

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასში იყო და არის სურვილი კითხვისა, სამყაროს შემეცნებისა, რაც მათ ძალიან ახარებთ.

„განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის საიმედო მომავალია!“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203