ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შუერთდნენ
06-02-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს მართავენ.

მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნასაც არ ჩამორჩნენ. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგი ნინო ქამადაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა საინტერესო ნაწარმოებები დიდი მონდომებითა და ინტერესით წაიკითხეს. ეს დღე მათთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ და ლამაზ მოგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეებში ლიტერატურისადმი სიყვარულს აძლიერებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203