თამარიანის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ისტორიული პერსონაჟების როლი მოირგეს
06-02-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული გაკვეთილების დაგეგმვასა და განხორციელებას, რადგან მსგავსი მიდგომა მოსწავლეების მაქსიმალურ დაინტერესებას და ჩართულობას იწვევს.

ამ მიზნით, IV კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასის პედაგოგ ნინო გოგოლაძესთან ერთად, ორიგინალური გაკვეთილი ჩაატარეს, სადაც ისტორიული ფიგურები გააცოცხლეს.

„გაკვეთილის მთავარი გმირები მოსწავლეები არიან არ არის იოლი თანამედროვე ბავშვი საუკუნეების წინანდელი ამბებით ისე დააინტერესო, რომ არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ კვლევის სურვილიც გაუჩნდეს. თამარიანის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასის პედაგოგთან ნინო გოგოლაძესთან ერთად ეს შეძლეს. მოსწავლეებმა წარსულში გადაინაცვლეს და არა მხოლოდ დაინტერესდნენ, არამედ სიღრმისეულად შეისწავლეს და ფანტაზიასაც ბოლომდე მისცეს გასაქანი. შექმნეს და  გააცოცხლეს თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, ქეთევან დედოფლის, ბაგრატ მესამეს, ფარნავაზის, ერეკლე მეორეს და სხვა პროფილები“, - აღნიშნავს სკოლის ადმინისტრაცია

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203