ოლადაურის ​საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
02-02-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის ​საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში სიხარულით აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა მოიძიეს და წაიკითხეს მართვის სასურველი წიგნები. გაიმართა საინტერესო დისკუსია ...მსჯელობა და შეფასებები...

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ამავე სკოლის მასწავლებელი ნათელა ფუტკარაძე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203