თბილისის N103 სკოლის „ნორჩ ისტორიკოსთა“ კლუბის წევრები უნივერსიტეტს სტუმრობდნენ
06-02-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო. 

3 თებერვალს, სკოლის „ნორჩ ისტორიკოსთა“ კლუბის წევრები ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ, სადაც თემაზე - „ქართველი ოფიცრები პოლონეთის არმიაში და კატინის ტრაგედია“ პროფესორ მიხეილ ბახტაძის ლექცია მოისმინეს. 

ასევე მოსწავლეები ესტუმრნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და მუზეუმს.

მოსწავლეები უნივერსიტეტიდან ახალი შთაბეჭდილებებით, ცოდნითა და ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

„დღე იყო მეტად საინტერესო და ნაყოფიერი“ ,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203