შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
06-02-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - აიდან აზატიანის ხელმძღვანელობით, დიდი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ, რომლის ორგანიზატორიც სკოლის ბიბლიოთეკარი - მილენე გარიბიანი იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან ღონისძიებაზე საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის წიგნები ხმამაღლა წაიკითხეს. მათ საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეებმა ლიტერატურისადმი დიდი ინტერესი გამოავლინეს.

„დაწყებითი კლასების მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ და დაგვპირდნენ, რომ შემდგომში თავადაც იქნებიან ამ ღონისძიების მონაწილეები“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203