აფხაზეთის N2 სკოლის ხელოვნების მასწავლებელი თამთა ნათიძე ორკვირიანი სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება
06-02-2023
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას მოტივირებული, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც საინტერესო პროექტებში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თამთა ნათიძე,
ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტისა და ლუცერნის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის ინიციატივით, ARTASFOUNDATION-ის თანამშრომლობით დაგეგმილი გაცვლითი პროექტის  - ART EDUCATION INTER-CULTURALLY- ის ფარგლებში, ორკვირიანი სასწავლო ვიზიტით შევიცარიის ქალაქ ლუცერნში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ამ 
პროექტის პირველი ნაწილი უკვე შედგა საქართველოში, მეორე ნაწილი კი ლუცერნის ხელოვნების ინსტიტუტში ხორციელდება.

სკოლის დირექცია ამაყობს პედაგოგით და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203