ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ინიციატივას შეუერთდნენ და წიგნები საჯაროდ წაიკითხეს
06-02-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მოსწავლეები საერთაშორისო ინიციატივას შეუერთდნენ და გახდნენ მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

მათ შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და სხვებსაც კითხვისკენ მოუწოდეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203