„წიგნი ჩვენი საფიცარია“ - მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კითხვის პოპულარიზაციის საქმეში წვლილი შეიტანეს
06-02-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

„იაკობი ამბობს დედაენაში „წიგნი ჩვენი საფიცარია“ ჩვენი სულის მეჩუქურთმე და გენის გადამრჩენიო“, - აღნიშნავენ სკოლაში, სადაც წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით დაწესებულ დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა. 

ლიტერატურულ ღონისძიებაში 1-ელი-მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც სხვადასხვა მხატვრული ლიტერატურა წაიკითხეს, ერთმანეთს წიგნის კითხვისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და წარმატებები უსურვეს. 

დასასრულს სკოლის დირექტორმა, რომან საგინაძემ მადლობა გადაუხადა მონაწილეებს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203