კერძო სკოლა ,,მილენიუმის“ მოსწავლეებმა მსოფლიო რელიგიების შესახებ ცოდნა გამოავლინეს
20-04-2018
რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმში“ ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული აქტიურად მიმდინარეობს.
კვირეული ჩვეულებისამებრ, დატვირთულია ღია გაკვეთილებით, პოეზიის საღამოებითა და პროექტ-კონკურსებით.
კვირეულის ფარგლებში, მეათე კლასში გეოგრაფიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს პედაგოგი ლიანა ონაშვილი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილი რელიგიების გეოგრაფიას ეხებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მსოფლიო და ეროვნული რელიგიების ცოდნა გამოავლინეს და საქართველოში გავრცელებული რელიგიები წარმოაჩინეს. შეავსეს „ასოციაციური რუკა“ და ჯგუფებად დაყოფილებმა მონოთეისტური რელიგიების თავისებურებებზეც ისაუბრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს