საგვიჩიოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
03-02-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღს დაწყებითი კლასის პედაგოგი თეონა მეგრელიშვილი თავის მოსწავლეებთან ერთად აქტიურად შეუერთდა. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა ცნობილი მწერლის შემოქმედებიდან ამონარიდები საჯაროდ წაიკითხეს, ისაუბრეს თავიანთი საყვარელი წიგნის შესახებ. ასევე, ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ადამიანის ცხოვრებაში.

დასკვნით ნაწილში, პატარებმა ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203