ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეებს ინგლისური ენის გაკვეთილები „ჰაუსების სისტემით“ უტარდებათ
03-02-2023
ბათუმის ელიტური სკოლა „გორდა“, მიმართულია ისეთი საგაკვეთილო პროცესის წარმართვისკენ, რომელიც მოსწავლეებისთვის იქნება ინოვაციური და საინტერესო, ყოველივე ეს ბავშვებში აღძრავს ინტერესს.
სკოლაში მე-6ა და მე-6ბ კლასებს, 2018 წლიდან, ინგლისურის გაკვეთილები უტარდებათ ე.წ ჰაუსების სისტემით, თითოეული კლასის მოსწავლეები დაყოფილები არიან სამ ჰაუსად: „კემბრიჯი“, „ოქსფორდი“ და „ჰარვარდი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყოველი სემესტრის ბოლოს მოსწავლეების მიერ შეგროვებული ქულების მიხედვით, თითოეულ კლასში ვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები, გამარჯვებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სიგელებით. სიგელები, ასევე, გადაეცემათ ისეთ ნომინაციებში, როგორიცა „ჰაუსის“ საუკეთესო მოსწავლე, კრეატიული მოსწავლე, თანამშრომლობითი, პასუხისმგებლიანი მოსწავლე და ა.შ.
პირველი სემესტრის ბოლოს მე-6ა კლასში გაიმარჯვა „ჰარვარდის“ გუნდმა, ხოლო მე-6ბ კლასში „ოქსფორდის“ გუნდმა.
დეკემბრის ბოლოს, ბავშვების ინიციატივით, ჩატარდა შეჯიბრი ორ კლასს შორის, საუკეთესო „ჰაუსისა“ და გამარჯვებული კლასის გამოვლენის მიზნით.
შეჯიბრისთვის შირჩა ცნობილი ამერიკული თამაში „Jeopardy Game”, რომელიც ბავშვებს უქმნის მოტივაციას და განწყობას, საინტერესო კითხვებითა და აქტივობებით.
ქულათა ჯამის მიხედვით გაიმარჯვა მე-6ბ კლასის „ოქსფორდის ჰაუსმა“.
სკოლის დირექტორმა მე-6ბ კლასს გადასცა სერტიფიკატები.
ასევე აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, მე-4ბ კლასიც გადავიდა „ჰაუსების“ სისტემაზე. სემესტრის განმავლობაში მოგროვებული ქულების მიხედვით, წლის გამარჯვებულ „ჰაუსად“ გამოვლინდა „ოქსფორდი“ და სემესტრის ბოლოს შეჯიბრის მიხედვით გამარჯვებული „ჰაუსი“ გახდა „კემბრიჯი“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს