წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
03-02-2023
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. 

მე-7 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, სკოლის სამკითხველო დარბაზში, ქართული ენის მასწავლებელმა ქეთევან სვანიძემ საბავშვო ლიტერატურის საჯაროდ კითხვის საათი ჩაატარა. მოსწავლეებმა ნაწარმოებიდან სხვადასხვა მონაკვეთი ერთმანეთს ხმამაღლა წაუკითხეს. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ერთგვარი შეჯიბრი, თუ ვინ უკეთ და საინტერესოდ წაიკითხავდა საბავშვო ბიბლიის ამა თუ იმ ეპიზოდს.

აქტივობა გაიმართა მე-8 კლასშიც, ისტორიის მასწავლებელმა მაია ნუცუბეიძე-ქობულიამ და მისმა მოსწავლეებმა თამარ მეფის შესახებ საინტერესო ისტორიული ჩანაწერები წაიკითხეს.

გარდა ამისა, ქართული ენის მასწავლებელმა მანანა ჯავახაძემ მე-10 კლასის მოსწავლეებს შესთავაზა, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან" თავიანთი საყვარელი ციტატები წაეკითხათ. ასევე, გაეცნენ საინტერესო მასალებს ვეფხისტყაოსნის ირგვლივ.

სკოლაში ყველა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203