დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში წვლილი შეიტანეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, 1-ელი, მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, სკოლის დირექტორ ლია როსტიაშვილთან და მასწავლებლებთან - ნათია ქევხიშვილთან, მანანა მჭედლიშვილთან, ეკა ჭიკაძესთან, შორენა შინჯიკაშვილთან და სხვებთან ერთად, ბიბლიური ამბები, აღმოსავლური ზღაპრები, მოთხრობები წაიკითხეს.
მათ ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, მთავარ მოქმედ გმირებზე ისაუბრეს და მოსაზრებები გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: