ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქართველი მწერლების შემოქმედებას ეზიარნენ
03-02-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა, მოსწავლეებში კითხვის კულტურის დანერგვის მიზნით შეუერთდა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას.

სკოლაში ეს დღე ხალისით აღინიშნა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონაცვლეობით წაიკითხეს ქართული ხალხური ზღაპრები, უფროსკლასელებმა კი - გიორგი ლეონიძის და გოდერძი ჩოხელის მოთხრობები.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ღონისძიებაში, მათთვის ძალიან სახალისო იყო თანაკლასელებთან ერთად საინტერესო ნაწარმოებების კითხვა და მსჯელობა.

მსგავსი აქტივობები, პოპულარიზაციას უწევს წიგნიერებას და სკოლაში კითხვის კულტურის დამკვიდრებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203