პაპოშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
03-02-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

მათ წიგნის საჯაროდ კითხის მსოფლიო დღეც არ გამორჩენიათ და სკოლის ა კორპუსში მოსწავლეები ამ მნიშვნელოვან თარიღს აქტიურად შეუერთდნენ. ბავშვებმა ბევრი საინტერესო მოთხრობა წაიკითხეს და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

სკოლაში მოსწავლეებმა ასევე ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. მათ საგაკვეთილო პროცესს ხალისი და ინტერესი შემატეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეეებს ლიტერატურისადმი სიყვარულს უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203