აწყურის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები საერთაშორისო ინიციატივას შეუერთდნენ და წიგნებიდან ეპიზოდები ხმამაღლა წაიკითხეს
03-02-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აქტივობით აღნიშნეს.

მათ სასურველი წიგნიდან ეპიზოდები წაიკითხეს, საყვარელ გმირებზე ისაუბრეს და ერთმანეთს ემოციები გაუზიარეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გაატარეს. 

სკოლის დირექცია კლასის ხელმძღვანელ ნათია ღონღაძეს, შემეცნებითი აქტივობების ორგანიზებისთვის და პატარებში წიგნის კითხვის მოტივაციის გაზრდისთვის, მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203