მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
03-02-2023

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა ბუკლეტები დაამზადეს და სხვადასხვა ჟანრის წიგნები წაიკითხეს. მეოთხეკლასელებმა იგავ-არაკები დიდი მონდომებით წაიკითხეს და საჭირო ცოდნა მიიღეს. მეხუთეკლასელებმა კი ამ თემატიკასთან დაკავშირებით ორიგინალური პლაკატები დაამზადეს.

„მოსწავლეებმა ერთამენთს წიგნის ხმამაღალი კითხვის სიხარული გაუზიარეს და პატარა წვლილიც შეიტანეს კითხვის პოპულარიზაციაშიც“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

აქტივობაში მეექვსეკლასელებიც აქტიურად ჩაერთნენ. მათ წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. ხოლო მე-9 კლასის მოსწავლეები საერთო სლოგანის „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ. უფროსკლასელებმა დამოუკიდებლად და გუნდურად წარმოადგინეს ო. ჭილაჭის თეთრი ლექსი  „ადამიანი გაზეთის სვეტში“

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203