აწყურის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასელებისთვის წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა მოეწყო
03-02-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ამასთან დაკავშირებით, მე-5 და მე-6 კლასში, გაიმართა აქტივობა, რომლის დევიზიც იყო - „წავიკითხოთ წიგნები, უკეთესნი ვიქნებით“. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლის დირექცია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინო სუხიაშვილს, მოსწავლეებში წიგნის კითხვის მნიშვნელობის გააზრებისა და მოტივაციის გაზრდისთვის, მადლობას უხდის.

„კითხვა საუკეთესო გზაა ბავშვების ინტელექტუალური, ემოციური თუ სოციალური განვითარებისათვის. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203