ბათუმის N25 სკოლის მეორეკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მწერალს უმასპინძლეს
03-02-2023

ბათუმის N25 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიანვე ასწავლიან, შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში სიხარულითა და მონდომებით აღინიშნა. 

სკოლის მეორეკლასელებს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, გულო ბასილაძემ, აუსრულა გულის წადილი და  წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუმრად მიიწვია არაერთი ნოველისა და წიგნის ავტორი ინგა გოგიბერიძე, რომელმაც პატარებს წაუკითხა გურამ პეტრიაშვილის მოთხრობა - „პატარა დინოზავრი”.

პატარები გულისყურით უსმენდნენ საოცარი მხატვრულობით გადმოცემულ ამბავს. სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს და ურჩია, რომ არასდროს შეწყვიტონ კითხვა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები იმასთან დაკავშირებით, თუ  რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა.

სკოლაში ინგა გოგიბერიძეს მადლობას სტუმრობისთვის უხდიან.

„უღრმესი მადლობა, ქალბატონო ინგა, რომ ჩვენს მოსწავლეებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეთ და გაგვილამაზეთ ეს დღე მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. ასევე განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნანა დიდმანიძეს მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203