სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
03-02-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა მიმართულია მოსწავლეებში წიგნის კითხვის კულტურის დანერგვისა და მათი ინტელექტის ამაღლებისკენ, ამ მიზნით სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაში ჩაერთო.

მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ნაწარმოებები და თანაკლასელებს კონკრეტული წიგნის მიმართ დამოკიდებულებები გაუზიარეს.

შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის, ისინი გაეცნენ მათთვის უცნობ წიგნებს და მიიღეს რჩევები საინტერესო ნაწარმოებებზე.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების ჩატარება, რაც მოსწავლეებში წიგნის კითხვის სურვილს აღძრავს, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს ერუდირებული მომავალი თაობის ფორმირებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203