„იკითხეთ და შეცვალეთ სამყარო!“ - წალკის N2 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა
03-02-2023

წალკის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - თამილა არღვლიანის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ღონისძიების სლოგანი იყო „იკითხე და შეცვალეთ სამყარო“. მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა მოთხრობები, იგავ-არაკები და ზღაპრები. იმსჯელეს და გაიაზრეს, რომ კითხვა წარმატებული და ჯანსაღი მომავლის საწინდარია.

აღსანიშნავია, რომ წალკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. შესაბამისად ეს დღეს სკოლაში სიხარულით აღინიშნა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203