თბილისის N94 სკოლაში, კითხვის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
03-02-2023
თბილისის N94 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
კითხვის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით, სკოლის „თავისუფალ სივრცეში“ მოსწავლეებმა ლექსები და საყვარელი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები საჯაროდ წაიკითხეს.
სკოლაში ღონისძიებაზე პოეტ ნინო უძილაურს და პოეტსა და მწერალ მზია ელიაძეს უმასპინძლეს. სტუმრებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს, უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს და მომავალ მწერლებს და პოეტებს/კითხვის მოყვარულ საზოგადოებას საუკეთსო რჩევები გაუზიარეს.
აქტივობამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
„მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგს, ქალბატონ ეთერ სააკაშვილს, რომელმაც საკუთარი ლექსით დაამშვენა ღონისძიება. და, რა თქმა უნდა, მადლობა სკოლის კლუბების „ლაზარესა" და „წიგნი+ერის“ წევრებს, დირექციას და ყველა მონაწილეს. “,- აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს