ბათუმის N4 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, პოეტებს უმასპინძლეს
03-02-2023
ბათუმის N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშნვას შეუერთდნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, გულო ბასილაძემ სტუმრად მიიწვია პოეტები: გულო გაბაიძე, ნაზი აბაშიძე, თამრიკო ხოზრევანიძე და მზია თავართქილაძე, რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს და მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

ასევე, პოეტებმა ხაზი გაუსვეს თუ რაოდენ დიდი როლი ენიჭება მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, რაც ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, როცა სკოლაც და მასწავლებელიც დაინტერესებული არიან  მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით, ეს აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე.

ეს დღე განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც სტუმრების წინაშე წარადგინეს მათ მიერ დაწერილი მოთხრობები და სტუმრები აღაფრთოვანეს.

ანა გოროზიამ, ანასტასია დავითაძემ, ნინო ძამუკაშვილმა, თეკლა ჭანიშვილმა, ელისაბედ დეკანაძემ, ნია ცინცაძემ, ანასტასია  ალფენიძემ თავად მწერლებისგან მიიღეს შეფასებები, რჩევები და ასევე მიიღეს დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მოთხრობები დაიბეჭდება ჟურნალ მამულიშვილში.

„უღრმესი მადლობა სტუმრებს, მოსწავლეებს, მშობლებს და განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ მანანა თავართქილაძეს მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203