თბილისის N178 სკოლის მკითხველთა კლუბის - „ჩირაღდანი“ მოსწავლეებმა წიგნის კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
03-02-2023
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის - „ჩირაღდანი“ პატარა მკითხველებმა წიგნის კითხვის მსოფლიო დღე დიდი სიხარულითა და საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს. 

„ურჩიე შენი საყვარელი წიგნი მეგობარს“ - ასე ეწოდა მათ აქტივობას. მოსწავლეებმა სკოლაში საყვარელი წიგნები მიიტანეს, პერსონაჟებსა და მის მთავარ სათქმელზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა წიგნიდან წინასწარმონიშნული ფრაზებიც ამოიკითხეს. 

აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

გარდა ამისა, შექმნეს სივრცე - „მყუდრო გარემო სანთლის შუქი და ზღაპარი ჯადოსნური სამყაროს დასაწყისია“.
 
სკოლაში მე-5, მე-6, მე-6 კლასის მოსწავლეებს მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203