თბილისის N178 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
03-02-2023
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ვეფხისტყაოსანი წაიკითხეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ზოგადად, წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

მათი დამრიგებელი - ლია ჯანაშია, ხოლო პედაგოგი - ციცინო ჯაბახიძეა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203