იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
03-02-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება, მათ შორის აღსანიშნავია  საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა.

სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, ეს დღე მასწავლებელ ნათია მეფარიშვილთან ერთად აღნიშნეს.

VIII კლასის მოსწავლეებმა კი, ამ დღესთან დაკავშირებით და ერთმანეთს გურამ დოჩანაშვილის - „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, წაუკითხეს. შეხვედრას მასწავლებელი სოფიო კალანდაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნნელოვანია, რომ ბავშვებში წიგნიერების დონე ამაღლდეს და მათი სხვადსხვა სახის ლიტერატურით დაინტერესება მოხდეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203