
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეებში ლიტერატურისადმი ინტერესის აღძვრასა და კითხვის კულტურის დანერგვას, სწორედ ამიტომ სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ბავშვები სლოგანის - „წიგნი მარადიული და შეუცვლელია!“, ირგვლივ გაერთიანდნენ.
მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს მხატვრული ლიტერატურის და პოეზიის შედევრები, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაწარმოებები.
„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა მომავალი თაობა, რომ წიგნი მარადიული ფენომენია. ამბობენ, რომ წიგნები აზროვნების ხომალდებია, რომლებიც მოგზაურობენ დროის ტალღებზე და ფრთხილად მიაქვთ თავიანთი ძვირფასი ტვირთი თაობიდან თაობამდე“, - გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: