
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აქტიურად შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მათი საყვარელი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები, ლექსები და ზღაპრები დიდი მონდომებით წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას მასწავლებლებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ჩანახატები წაიკითხეს და სიტყვით გამოვიდნენ. მათ მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაუმახვილეს.
ბავშვებმა ასევე მათი საყვარელი ფრაზები ხეზე გააკრეს და ღონისძიება ლამაზად დაასრულეს.
დღე მათთვის საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო. მათ ამ ღონისძიების მეშვეობით, მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
იხილეთ ფოტოები: