კერძო სკოლა „დავითიანში“ წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
03-02-2023
ბოლნისის, კერძო სკოლა „დავითიანში“ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით დაწესებულ დღეს სკოლაში საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.
სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა ნახატების კონკურსი, კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები, საინფორმაციო ბროშურები, წიგნები და თანატოლებს წიგნის კითხვისაკენ მოუწოდეს.
ასევე გაიმართა კონკურსი - „საუკეთესო მკითხველი“. კონკურსის ფარგლებში VI-IX კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს. თითოეულ კლასში გამოვლინდა ერთი გამარჯვებული, რომელმაც ჯილდოს სახით სიგელი დაიმსახურა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და წიგნის მიმართ სიყვარულის გაღვივება.
„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“ - ჯორდანო ბრუნოს ამ სიტყვებს იშველიებენ სკოლაში და მოსწავლეებს წიგნის კითხვისკენ კვლავ მოუწოდებენ.
„სკოლა „დავითიანი” მოგიწოდებთ იკითხოთ მეტი წიგნი, მოუაროთ მათ და შეიყვაროთ“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს