ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, „ვეფხისტყაოსანი“ როგორც მშობლიურ, ისე უცხო ენებზე წაიკითხეს
03-02-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის N8 საჯარო სკოლაში აქტივობა - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა ქართველი ერის საგანძური მხატვრულად წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

 II, V, VI, VII, X  და XI კლასის მოსწავლეებმა პოემა, როგორც მშობლიურ და უცხოურ ენებზე წაიკითხეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას უნერგავენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203