ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კითხვის კულტურის დამკვიდრების მიზნით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
სასკოლო საზოგადოება ტრადიციისამებრ წელსაც შეუერთდა ამ დღის აღნიშვნას და სკოლის ბიბლიოთეკაში „კითხვის საათი“, მოაწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან ერთი საათის განმავლობაში მოსწავლეები კითხულობდნენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს.
აქტივობის ბოლოს მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და გამართეს დისკუსია თემაზე - „რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს