
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
მათ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეც არ დავიწყებიათ, რომელსაც საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს. ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზრიარეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან ამ აქტივობაში ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: