
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით I-VI კლასის მოსწავლეებმა ურთიერთგაზიარების მიზნით საყვარელი წიგნებიდან წაიკითხეს მათთვის შთამბეჭდავი ადგილები, თანაკლასელებში გამოიწვიეს ინტერესი და მათზე შთაბეჭდილება მოახდინეს.
ასევე მოსწავლეებმა: მარიამ ახალაიამ და ბარბარე ცანავამ მოაწყვეს ლექსების მხატვრული კითხვა.
მასწავლებელმა დისკუსია გამართა კითხვის მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს მოუწოდა წიგნის კითხვისაკენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და წიგნის მიმართ სიყვარულის გაღვივება.
ღონისძიებას მეექვსე კლასის დამრიგებელი ნონა ცანავა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელენე გაბეშია ხელმძღვანელობდნენ.
სურათებისა და ვიდეოს ავტორი ელენე გაბეშია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: