ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge -ს მამოტივირებელ და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებენ. II
ა კლასის მოსწავლე დემეტრე ქარქაშაძემ დეკემბრის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა. მისი მზრუნველი დამრიგებელი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძეა.
გარდა ამისა, მოსწავლემ ნასწავლის გამეორებისა და გააზრების ოლიმპიადის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატი დაიმსახურა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: