დაშბაშის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
03-02-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას დიდი მონდომებით შეუერთდნენ.

სკოლაში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძება სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე გაიმართა. მოსწავლეებმა ცნობილი პოეტების მოთხრობები და ლექსები წაიკითხეს. ბავშვები ასევე მწერლების ბიოგრაფიებს გაეცვნენ და მათ შესახებ საინტერესო პლაკატები მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203