
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, ამ მიზნით სკოლამ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მე-7 და მე-8 კლასების მონაწილეობით, გაიმართა დისკუსია.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტები და შეადარეს ნანახ ფილმებს: ამირან ჭიჭინაძის, „სუფლიორი„ და „ცარცის წრე“, რასაც მოჰყვა მსჯელობა.
მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს წიგნსა და კინოფილმებს შორის. აქტივობაზე გამოვლინდა, თუ რამდენად იცნობენ მოსწავლეები დისკუსიის წესებს.
ბავშვებმა იმსჯელეს კინოსა და წიგნის ფუნქციებსა და დანიშნულებაზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან საინტერესო გამოვიდა, პედაგოგ მაია ავეტისიანის ხელმძღვანელობით.