უჯარმის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა მოეწყო
03-02-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლა მიმართულია წიგნიერი და ინტელექტუალური თაობის ფორმირებისკენ, სწორედ ამ მიზნით სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს თბილი გარემო და დიდი ინტერესით წაიკითხეს ირმა მალაციძის - „ექიმი კოდალა“, შემდეგ კი, იმსჯელეს წაკითხულ ნაწარმოებზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს იმდენად მოეწონთ თერაპიული ზღაპრები, რომ ავტორთან შეხვედრაზე ოცნებობენ.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგს და მოსწავლეებს მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისთვის და წარმატებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს