როგორ ვსწავლობთ მათემატიკას - ჭალადიდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრაზე კვლევა ჩატარდა
03-02-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, დაწყებითი კლასების კათედრაზე - მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში კვლევა - როგორ ვსწავლობთ მათემატიკას, ჩატარდა. 

აღნიშნული კვლევის მიზანი საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოჩენა და ამავდროულად, არსებული სირთულეების დაძლევის სტრატეგიების დანერგვა იყო. 

კვლევის პროცესმა წარმატებით ჩაიარა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. 

„მოსწავლეთა მზაობა და მოტივაცია მაღალი იყო. წარმატებები პატარებს და მათ მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203