„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - ქუთაისის N40 სკოლის მეხუთეკლასელებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
03-02-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის  მე- 5კლასის  მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ია ჩინჩალაძემ ლიტერატურული წრის - “ჩვენ და გარემო-კითხვის საათი“, მეორე მეცადინეობა ჩაატრა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წრის მეცადინეობას ესწრებოდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი დარიჯან გედენიძე, ინფომენეჯერი მარი ივანიძე, კლასის დამრიგებელი, გეოგრაფიის მასწავლებელი, შორენა კოხრეიძე და დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარინა სოხაძე.         

მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია „პრეისტორიული სამყარო“.

ბავშვები გაერთიანდნენ საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“, გარშემო.

„ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203