დმანისის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს არაერთი საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
03-02-2023
დმანისის N2 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას სხვადასვა აქტივობებით შეუერთდა.
სახელმწიფო ენის, უცხო ენის და დაწყებითი კლასების კათედრებმა, სკოლის ბიბლიოთეკარის ჩართულობით, ჩაატარეს საინტერესო ღონისძიებები, რომელშიც სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს ნონა აფრასიძეს, ნათელა მანთაშაშვილს, ანა ავალიშვილს, მზია ქსენიტოვას, ქეთინო ნამორაძეს, ელინა ვერეშაგინას, ლილია ლაბედინსკაიას და სკოლის ბიბლიოთეკარს ვასილისა მინაკოვას საინტერესო ღონისძიებებისთვის.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს