„მედიაწიგნიერება“ - ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-02-2023
ბათუმის N22 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ სამოქალო განათლებას.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში პროქტის თემად „მედიაწიგნიერება“ აირჩიეს, რომელიც ინტეგრირებული იყო ხელოვნებას, ლიტერატურასა და მოქალაქეობასთან. 

მოსწავლეებმა ჩატარეს კვლევა, ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაცია მოამზადეს. 

პროექტი, გრანდიოზულად, ნახატის გახსნით დაასრულდა. საზეიმო ცერემონიალს სასკოლო საზოგადოება - ბიბლიოთეკარი და სასწავლო ნაწილი დაესწრნენ.

„პროექტი დააგვირგვინეს კედლის მხატვრობით, რომელიც ყოვლის მთქმელია სასკოლო საზოგადოებისთვის. როგორც მოსწავლეები იუწყებიან, მათთვის სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო სემესტრის განმავლლობაში აღნიშნულ პროექტზე მუშაობა“,-წერს მასწავლებელი ელიტა კახიძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203