„წიგნი მეგობარია“ - აქთაქლის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
03-02-2023

2 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „წიგნი მეგობარია“.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელმა მედეა ვაჩაძემ.

ღონისძიებაში VII, VIII, და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონისა და წიგნის კითხვის მოტივაციის ამაღლება.

მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს სხვადასხვა მხატვრული ლიტერატურა, გამოთქვეს საკუთარი აზრი, მოეწყო დისკუსია. VII და VIII კლასელებმა წარმოადგინეს თავიანთი შექმნილი წიგნები.

ღონისძიებაში მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.

„წიგნის კითხვა ბავშვს პატარა ასაკიდანვე უნდა შევაყვაროთ, თუ წიგნი მათი საუკეთესო მეგობარი გახდება ბევრს მიაღწევენ ცხოვრებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა ეთნიკურ უმცირესობებში, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ „წიგნთან მეგობრობა“ თუნდაც საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად. იმედი მაქვს, მცირე წვლილს მაინც შეიტანს ეს ღონისძიება და სულ ცოტა მოტივაციას გაუჩენს მათ იკითხონ“,- აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203