აფხაზეთის N22 სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მხატვრული კითხვის კონკურსი მიეძღვნა
03-02-2023

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს კლასგარეშე ლიტერატურა და მოაწყვეს შეჯიბრება მხატვრულ კითხვაში.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს კითხვის კულტურას პირველი კლასიდანვე ასწავლიან. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203